„მთავარია საბანკო სისტემა შევინარჩუნოთ - ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ბანკს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა და კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
„კრიზისი უკვე დაწყებულია. პრაქტიკულად თვენახევარია მსოფლიო ამ დაუძლეველ ძალას შეეჯახა. ამ პერიოდში შეიძლება ბევრი კომპანია გაკოტრდეს. მთავარია როგორმე საბანკო სისტემა შევინარჩუნოთ, რომელიც ყველაზე მთავარი ხერხემალია ჩვენი ეკონომიკისთვის, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ბანკს. პირველ რიგში დეპოზიტი/ანგარიში რაც გვაქვს ბანკებში, ხელუხლებელი უნდა იყოს, ახლა პანიკის დრო არ არის. საუკუნეების განმავლობაში მეტი განსაცდელებიც გვქონია და ქართული უნარ-ჩვევების იმედი მაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკა უფრო ადვილად გადაიტანს და ბევრად დიდი იქნება დასავლეთ ევროპული ქვეყნების ვარდნა.
რაც შეეხება კრიზის დაძლევას, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ბევრი გვაქვს და ახლა უფრო სულიერი მხნეობისკენ მოვუწოდებ. ჩემი ერთ-ერთი მოწოდება/თხოვნა იქნება, რომ ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს/დაგვარიგებს მოვუსმინოთ და ისე მოვიქცეთ,“-განაცხადა პაპაშვილმა.