აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი 10 ავიაკომპანიის დასახმარებლად 25 მილიარდი დოლარი გამოყო. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშული თანხა ავიაკომპანიებს გაკოტრებისგან დაიცავს და კრიზისული სიტუაციის დაძლევაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, გამოყოფილი დახმარებიდან აშშ-ის უმსხვილესი ავიაკომპანია American Airlines 10 მილიარდ დოლარს მიიღებს. ავიაკომპანიის დირექტორის დოუ პარკერის განცხადებით, ფინანსური დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიას გაკოტრებისგან დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ავიაკომპანიებს გამოყოფილი დახმარების 30%-ის უკან დაბრუნება მოუწევთ.