არდი ინფექციური საავადმყოფოს დაზღვეულ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს, 100 000 ლარამდე ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებას აჩუქებს

დღეიდან 2020 წლის ბოლომდე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ყველა არდიში დაზღვეული ექიმი, ექთანი და ადმინისტრაციული თანამშრომელი, ოჯახის წევრებთან ერთად - ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო მომსახურებით ისარგებლებენ, არდისთვის ჩვეული ხარისხით და მზრუნველობით.

„არდის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ის, რაც ვფიქრობთ ყველაზე მეტად გვევალება დღეს - ეს არის ზრუნვა ჩვენი თაობის ნამდვილ გმირებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები უკვე არაერთი წელია არდის ჯანმრთელობის დაზღვევით მომსახურებით სარგებლობენ. ჩვენ ვაფასებთ მათ მრავალწლიან ერთგულებას და დღევანდელ თავდადებას, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი მოკრძალებული ნაბიჯით ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ და მცირე წვლილი შევიტანოთ მათ დაფასებაში.“ - აღნიშნავს არდის აღმასრულებელი დირექტორი - მიხეილ ჯაფარიძე.

„საერთო გამოწვევები კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს თითოეულ ადამიანსა თუ კომპანიას. თავისი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში ყველა უნდა ვცდილობდეთ ერთად გავიაროთ კრიზისული პერიოდი. საერთო საქმისთვის დადებული თითოეული აგურით ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. მოხარული ვართ, რომ ასეთი მხარში დგომის არაერთი მაგალითი აჩვენა დღეს ქართულმა ბიზნესმა.

ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ არდის უცვლელი სლოგანი, ამ რთულ დროს ნამდვილად იქცეს პოზიტიურ გზავნილად ჩვენი ექიმებისთვის, ექთნებისთვის, პაციენტებისთვის, საზოგადოებისთვის და დავრწმუნდეთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია - როცა ფიქრობ, მხოლოდ კარგზე!“ - ამატებს მიხეილ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ არდიმ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე მიიღო შესაბამისი პრევენციული ზომები:

  • ბიზნეს სექტორიდან ერთ-ერთმა პირველა დახურა სერვის-ცეტრები მთელი საქართველოს მასშტაბით და სრულად გადავიდა დაზღვეულთა დისტანციურ მომსახურებაზე. თუმცა, ოჯახის ექიმების სამსახური, როგორც კლინიკებში, ასევე ბინაზე გამოძახების მობილური ჯგუფი, დღემდე მუშაობს სრული დატვირთვით.
  • პირველმა დანერგა ოჯახის ექიმთა სატელეფონო კონსულტაციის მომსახურება იმისათვის, რომ კლინიკაში მომართვისგან აერიდებინათ დაზღვეულთა ის კონტიგენტი, რომლებიც დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებდნენ.
  • არდის ინიციატივით, კლინიკა „ინიციოს“ ბაზაზე შეიქმნა „სპეციალური ზონა“, რომლის მიზანიც, გავრცელებული რესპირატორული ვირუსების მქონე დაზღვეულების სრული მართვა და სწრაფი პრევენციაა.
  • დაზღვეულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მინიმუმამდე დაიყვანა დისტანციური ანაზღაურების ვადა და 5 სამუშაო დღის ნაცვლად რამდენიმე 1 სამუშაო დღემდე შეამცირა.
  • საკუთარ დაზღვეულებს, ფსიქოთერაპიის სახლ „კამარას“ პროფესიონალი ფსიქოლოგების მიერ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები დაუფინანსა - სავალდებულო იზოლაციის პერიოდში წარმოქმნილი სტრესის მართვისთვის.
  • არდის სამოგზაურო დაზღვევის პოლისების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო დროულად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, პრობლემის აღმოფხვრამდე, უფასოდ იხანგრძლივებენ დაზღვევას საჭირო ვადით. აპრილის თვიდან კი ეს მომსახურება გავრცელდა უკვე იმ უცხოეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ არდის შიდა ტურიზმის დაზღვევის პოლისებით.

(R)