ნავთობი ისევ იაფდება

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პესიმისტური პროგნოზის შემდეგ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი ისევ გაიაფდა. Brent- ის ტიპის საწვავზე ფასი 4,7%-ით დაეცა და 28.28 აშშ დოლარი შეადგინა, ამერიკული WTI -ის ტიპის საწავზე ფასი კი 19,62 დოლარამდე შემცირდა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, დღე-ღამეში ნავთობზე მოთხოვნა აპრილში 29 მილიონი ბარელით ნაკლები იქნება, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, მაისში კი 26 მილიონი ბარელით ნაკლები.

ამასთან, სააგენტო სიტუაციის დასტაბილურებას 2020 წლის მეორე ნახევარში ელოდება.