ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პანდემიის დროს, მიუღებელია.
„ვწუხვართ აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო. ეს ნაბიჯი გაუმართლებელია იმ მომენტში, როცა მისი ძალისხმევა ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო“,-წერს ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან მიმართებაში არაერთხელ გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ კი მან ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა.
ცნობისთვის, აშშ ჯანმო-ს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყანაა.