თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებულია.

იმ ადგილას, სადაც სპეციალური საგუშაგოა მოწყობილი, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა უბრალოდ შენელებულია, ვინაიდან დედაქალაქისკენ მომავალი ადამიანებისა და მანქანების შემოწმება ხდება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს, 21:00 საათიდან 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გასვლა იკრძალება.