"საქართველოს მთავრობა სოციალურ პაკეტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს"

საქართველოს მთავრობა სოციალურ პაკეტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მიღებული დახმარებები საშუალებას მისცემს მთავრობას ბიუჯეტში არსებული დანაკლისები დააბალანსოს.

„ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო დახმარებებს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ეს დახმარებები მოგვცემს შესაძლებლობას, დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები; გარდა ამისა, გარკვეული სოციალური პაკეტი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ან მომავალში დაკარგავენ სამუშაო ადგილებს კორონა ვირუსის პირობებში“, - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პაკეტზე მუშაობს საქართველოს მთავრობა და რამდენიმე დღეში ეს პაკეტი შეთავაზებული იქნება მოქალაქეებისათვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.