StopCoV ფონდში 128 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, 30 ათასი ლარი;იბეროილი, 30 ათასი ლარი; ლილო მოლი, 20 ათასი ლარი; შპს გოფრატარა, 10 ათასი ლარი; არქიტექტურა და სამშენებლოკორპორაცია-ასკო, 10 ათასი ლარი; რესტორნების ქსელი „კახელები“, ჭიჭიკო გოლეთიანი, 5 ათასი ლარი; პაგი ჯგუფი, 5 ათასი ლარი;

„ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები. ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund . მადლობა ერთიანობისთვის! “ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის ბრძოლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?palitravideo.ge"შენობასაც ვამზადებთ, სადაც შესაძლებელია დაახლოებით, 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ" - მამა შალვა კეკელიაpalitravideo.ge