გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას მომავალი კვირიდან დაიწყებს

გერმანია გეგმავს ეტაპობრივად ქვეყანამ მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მცირე ზომის მაღაზიები გაიხსნება, ხოლო მაისიდან ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან. სხვა ძირითადი შეზღუდვები 3 მაისამდე ძალაში დარჩება.

რაც შეეხება რესტორნებს, ბარებს, მასშტაბურ ღონისძიებებს, ისეთებს როგორიცაა, ფეხბურთის მატჩები, კონცერტები და ფესტივალები, მათი დაშვების თარიღი უცნობია, თუმცა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ის სულ მცირე აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

საკითხზე გუშინ კანცლერმა, ანგელა მერკელმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პროგრესი შენიშნება, თუმცა „ეს პროგრესი მყიფეა“.

ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 134753 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 3804 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე იქ ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება.