კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ესპანეთში ბენზინის მოხმარება მკვეთრად შემცირდა.
როგორც Reuters-ი ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, 5-დან 12 აპრილამდე ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნამ 8-14 მარტთან შედარებით 84%-ით დაიკლო.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გამო 14 მარტიდან ოფიციალურმა მადრიდმა ფაქტობრივად, მთლიანად აკრძალა მოსახლეობის გადაადგილება, აპრილის დასაწყისიდან კი შეჩერდა წარმოებაც.
ამ აკრძალვების გამო ბენზინთან ერთად შემცირდა სხვა ტიპის ნავთობპროდუქტის მოხმარებაც. მაგალითად, დიზელზე მოთხოვნა 62%-ით, ნავთზე კი 93%-ით დაეცა.