იაპონიის ხელისუფლება ფინანსურად ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაეხმარება

იაპონიის ხელისუფლება ფინანსურად ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაეხმარება. ამის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მიიღო და ბიუჯეტში დამატებითი ცვლილებები შეიტანა.

Reuters-ის ინფორმაციით, არსებული ბიუჯეტის მიხედვით, თითოეული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა, მიიღებს 300 000 იენს (2 784 დოლარს). სინძო აბეს ადმინისტრაციის ახალი გადაწყვეტილების მიხედვით კი დახმარებას ქვეყნის ყველა მოქალაე მიიღებს და თანხის მოცულობა იქნება 100 000 იენი (930 დოლარი).