ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 6,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებლთან შედარებით 14,3%-ით ნაკლებია. ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,1 ათასი ტონით ანუ 25,9%-ით ნაკლები შეადგინა.
მიმდინარე წლის მარტში, საავიაციო ნავთის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქმენეთი, საიდანაც 4,9 ათასი ტონა ნავთი შემოვიდა. მას მოსდევს თურქეთი 1,1 ათასი ტონით.
2020 წლის იანვარ-მარტში საავიაციო ნავთის იმპორტმა 18,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 3,2 ათასი ტონით ანუ 14,7%-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საავიაციო ნავთის იმპორტის 74,1% (13,7 ათასი ტონა) თურქმენეთიდან განხორციელდა, მას მოსდევს თურქეთი - 14,1% (2,6 ათასი ტონა) და რუმინეთი 11,8% (2,2 ათასი ტონა)
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან პირდაპირ კავშირშია.