კომპანია „სარაჯიშვილმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCOV ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, თუმცა ეს ქვეყანში ეპიდემიის მიერ შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად კომპანიის მიერ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი არ არის.
„სარაჯიშვილი“ აქტიურად ჩაერთო თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარებას ითვალისწინებს და 400 ოჯახს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგა. ამასთანავე, კომპანიამ ხანდაზმულებს მეღვინეობა “გრანელის” მიერ გამოყოფილი 400 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარიც გადასცა.
„დიდი მადლობა მეღვინეობა “გრანელს”, რომელმაც 400 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადმოგვცა, რომელსაც ასევე გადავცემთ ამ აქციის ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებს“- განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც იზრუნა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკას“ დღის ცენტრის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
„ძალიან დიდი მადლობა ასოციაცია „ანიკას“, რადგან მათ უმოკლეს დროში შეძლეს და შექმნილი მდგომარეობის გამო, წარმატებით დანერგეს დღის ცენტრის ონლაინ სერვისის მიწოდების პროგრამა და სრულად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე,“- განაცხადეს კომპანია „სარაჯიშვილში“.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „სარაჯიშვილი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს, დაარსების დღიდან ქველმოქმედებით გამოირჩევა. კომპანიის დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქირურგიული საავადმყოფოების, სკოლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიუციების დაფინანსება, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქველმოქმედმა 3-მილიონიანი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს უანდერძა.
დღეს კომპანია „სარაჯიშვილი“, ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევასთან გამკლავების პროცესშიც მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რაკომენდაციებს და მთელ რიგ უსაფრთხოების ზომებს იცავს. მათ შორის, კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საშიშროების დღიდან კომპანიაში აქტიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ამსთანავე, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები სრულად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე; დროებით დაიხურა სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზიაც, ამჟამად კი მხოლოდ ჩამოსხმის საამქრო მუშაობს.
„სამუშაოს მიმდინარეობის დროს, მივყვებით ყველა რეკომენდაციას, რაც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს: ქარხნის მთელ ტერიტორიაზე გაკრულია საინფორმაციო დაფები, ტერიტორია სრულად აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებითა და დეზო ბარიერებით. ყველა ზედეპირი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მუშავდება სადენზინფეციო ხსნარით. ყოველდღიურად სამუშაო დასრულების შემდეგ კი ხდება სამუშაო ადგილების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. ამასთანავე, არსებობს ჟურნალი, სადაც აღწერილაი ყველა ადამიანი, ვინც შემოდის საწარმოში, შემოსვლა ხდება ღია სივრციდან, სადაც შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი ატარებს თერმო სკრინინგს და უმუშავებს ხელებს სადეზინფეცქიო ხსნარით. თანამშრომლებთან ყოველდღე ტარდება ტრეინინგები უსაფრთო მუშაობის თემაზე. პერსონალი აღჭურვილია პირბადით, ფარებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით, რომელსაც იყენებენ ინსტრუქციის მიხედვით,“- განაცხადეს კომპანია „სარაჯიშვილში“
ამასთანავე, კომპანია თანამშრომლების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს, რომლებიც სამუშაო ჯგუფების მიხედვით არიან დაყოფილები და ორ კვირაში ერთხელ იცვლებიან.
(R)