ყაზახური ხალიკ ჯგუფის წევრმა, სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-მ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 50,000 ლარი გამოყო. თანხა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურად შექმნილ #StopCovid ფონდში გადაირიცხა.
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, შეტანილი ფინანსური წვლილით, მხარს უჭერს სოციალურ და ჯანდაცვის აქტივობებს, რომელთა სწორი განცხორციელებაც არის ვირუსის დამარცხების ეფექტური საშუალება. მხოლოდ ძლიერი სოლიდარობით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი გამოწვევის დაძლევა, რომლის წინაშეც დგას ახლა ქვეყანა.
ერთობლივი ძალისხმევით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სახის სირთულე გადალახული იქნება.
#დარჩისახლში და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი და გარშემყოფების უსაფრთხოებაზე.
(R)