StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

16 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული , - ამის შესახებ ნფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: „ხალიკ ბანკი“ - 50 ათასი ლარი; „საბუდარა“ - 20 ათასი ლარი; „ლ.ვ სტანდარტ ჯგუფი საქართველო“- 10 ათასი ლარი; „გეზ მოტორსი“ (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ) - 10 ათასი ლარი; „Steel International Trading Company“ - 15 ათასი ლარი; „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“-26 ათასი ლარი; „რვალი“ 2 ათასი ლარი;

„ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund .

მადლობა ერთიანობისთვის!“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.