საქართველოში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, საქართველოში covid19-ით ინფიცირების შემთხვევები 340-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 5 000 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 494 ადამიანი გადის.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.