საქართველოს მთავრობამ უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების ქვეყანაში ყოფნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება გამოსცა.
ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების მიხედვით, ეს განკარგულება ძალაშია უკვე შევიდა და ის ვრცელდება 2020 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.