რამდენი ხნით და რა დანიშნულებით შეგეძლებათ სახლიდან გასვლა საყოველთაო კარანტინის დროს - ერთ-ერთი სამუშაო ვერსია

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის მასშტაბით მკაცრი იზოლაციის საკითხზე მსჯელობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეებს მხოლოდ მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი სამუშაო ვერსიით, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ 5 დანიშნულებით შეეძლებათ და ამისთვის, კონკრეტული სმს შეტყობინების გაგზავნა დასჭირდება. ამასთან, თითოეულ დანიშნელებას დროის კონკრეტული პერიოდიც აქვს განსაზღვრული.

კერძოდ, თუ გადაადგილების მიზანი არის სურსათი, ამისთვის, 2 საათია გამოყოფილი; აფთიაქში წასასვლელად - 1 საათი; ფულის ჩარიცხვის მიზნით - 30 წუთი; გასეირნების მიზნით სახლიდან გასვლა მხოლოდ 20 წუთით იქნება შესაძლებელი; ასევე 20 წუთი განისაზღვრება ერთ-ერთი სამუშაო ვერსიით, ცხოველის გასეირნების მიზნითაც.

თაია არდოტელი
“კარფური” “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირებას დროებით აჩერებს
„საწვავზე მოთხოვნა ფაქტობრივად, განულებულია“ – ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი დაიხურა
შვეიცარია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 27 აპრილიდან ეტაპობრივად მოხსნის