მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს საქართველოს ფოსტა სახლში უსასყიდლოდ მოგაწვდით

საქართველოს ფოსტა მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს მოქალაქეებს სახლში უსასყიდლოდ მიაწვდის. ამის შესახებ მთავრობის 16 აპრილის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ცვლილება კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით, სხვადასხვა უწყებებისთვის განსაზღვრულ ძირითად ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებში შევიდა.

„შპს „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე დავალებით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება,“ - ნათქვამია განკარგულებაში.

თაია არდოტელი
რა იცვლება დღეიდან საჯარო სივრცეში მოქალაქეთა შეკრების თვალსაზრისით
რამდენი ხნით და რა დანიშნულებით შეგეძლებათ სახლიდან გასვლა საყოველთაო კარანტინის დროს - ერთ-ერთი სამუშაო ვერსია
ვის არ ეკრძალება ავტომობილით გადაადგილება - მთავრობის დადგენილება