ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სოციალურ ქსელ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, EIB-ის ტვიტში აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელზეც საუბარი შეეხო ჯანდაცვის სექტორში დაუყოვნებლივ გასატარებელ რეაგირების ზომებსა და ეკონომიკური პოზიციების აღდგენის მხარდაჭერას.
„ევროპის გუნდის სახელით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულ ვალდებულებას იღებს ახალი კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების მოკლე და საშუალოვადიანი რეაგირების ფარგლებში საქართველოს საჭიროებების მხარდაჭერის კუთხით და ესაა - ქართული ბიზნესის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და არსებული პროექტების დაჩქარებული განხორციელება", - აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლილიანა პავლოვა.