ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 აშშ დოლარი გამოყო, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
"ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო" , -ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.