საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.
ინფორმაციისთვის, 385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.