საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„7 გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.