სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული სასურსათო საქონლის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ხახვი, ბრინჯი და კარტოფილი.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის - შაქარი; 12 413 300 დოლარის - ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
მათ შორის, შაქრის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს პოლონეთი, საიდანაც, 15 212 300 აშშ დოლარის შაქარი შემოვიდა; მას მოსდევს - აზერბაიჯანი - 8 467 200 დოლარით; მე-3 ადგილზეა - რუსეთი - 7 392 600 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საფრანგეთი და ბრაზილია იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 5 421 900 და 5 083 800 დოლარის შაქრის იმპორტი განხორციელდა.