„აგროჰაბის“ მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ფილიალი დროებით მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, “აგროჰაბის” მარშალ გელოვანის ფილიალი იკეტება. 22 აპრილს ფილიალი მუშაობას განაახლებს 09:30 საათზე. ამ პერიოდში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჭავჭავაძის ფილიალით,“-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო „კარფურმაც“. კერძოდ, კომპანიამ “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირება დროებით, 22 აპრილამდე შეწყვიტა. ამის მიზეზი კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაა.