Brent-ის ტიპის საწვავი 26.94 დოლარამდე გაიაფდა

ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავზე ივნისის ფიუჩერსები 4,06%-ით დაეცა და ბარელზე 26,94 აშშ დოლარი შეადგინა.

ამერიკული ნედლი ნავთობის, WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი 8,75%-ით შემცირდა და ბარელზე 22,84 აშშ დოლარი გახდა.

ნავთობის ფასების შემცირება კორონავირუსის ეპიდემიის გამო საწვავზე მკვეთრი მოთხოვნის კლების გამო ხდება.