საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 399 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი.

ინფორმაციისთვის, 399 ადამიანიდან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.