ფოთში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ოჯახში პირველადი გამოყენების საკვები პროდუქტები გადაეცათ

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ამ პერიოდთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად ფოთში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ოჯახში პირველადი გამოყენების საკვები პროდუქტები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) ფინანსური მხარდაჭერითა და დღის ცენტრის თანამშრომელთა ენთუზიაზმით დღის ცენტრის აღსაზრდელები ამ რთულ დღეებშიც მიიღებენ აუცილებელ საჭიროებებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის,“ რადგან გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ უთანასწორობასთან ბრძოლაში. ზრუნვა მათზე, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და გვსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ დღის ცენტრის პერსონალს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, სამაგალითო ერთგულებისთვის”, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, ელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

მათივე განმარტებით, ბენეფიციარები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიამდე დღის ცენტრში დადიოდნენ, ამჟამად რჩებიან სახლებში, რათა თავი აარიდონ ვირუსით დაინფიცირებას.

„მსგავსი იდეით, რომელიც მოიაზრებს COVID-19-ის გავრცელების და წარმოქმნილი მდგომარეობისას ადგილობრივი თემის დახმარებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ითანამშრომლა საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციასთან. გაწეული ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში წითელი ჯვრის მოხალისეები ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს (60 ბენეფიციარს) ჰიგიენური პროდუქტებითა და საკვებით დაკომპლექტებულ ამანათებს გადასცემენ“, - აღნიშნავენ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.