საბერძნეთის სასტუმროების 65% გაკოტრებისთვის ემზადება

კორონავირუსის ეპიდემიამ ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ზაფხულში უცხოელი ტურისტების მინიმუმამდე შემცირებას პროგნოზირებს. ანალოგიური მოლოდინი აქვთ საბერძნეთშიც.

საბერძნეთის სასტუმრო ბიზნესის პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 65% გაკოტრებისთვის ემზადება, გაკოტრებას არ გამორიცხავს 46,6%, 18.3% კი ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოკითხული კომპანიების 95% წელს შემოსავლის მკვეთრ, დაახლოებით 55,3%-იან შემცირებას ელოდება.

მთლიანობაში, საბერძნეთში სასტუმროს სექტორის პოტენციური ზარალი პანდემიიდან 4,46 მილიარდ ევროს შეადგენს. ჯერჯერობით, 30 აპრილამდე ქვეყნის ყველა სასტუმრო დახურულია. უფრო მეტიც, ოპტიმისტური სცენარის თანახმად, ქვეყანაში ტურისტული სეზონი 1-ელ ივლისს გაიხსნება. ამ შემთხვევაში, ბერძნული სასტუმროების შემოსავალი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10 მილიარდი ევროთი შემცირდება.

2020 წელს ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა შესაძლოა, 30%-ით შემცირდეს
მარტში დიდ ბრიტანეთში 50 ათასზე მეტი კომპანია დაიხურა
Cushman & Wakefield - თუ კრიზისი დიდხანს გასტანს, სასტუმროებს სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ