Urals-ის რუსული ნავთობის ფასიც უარყოფითი გახდა

ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასზე უარყოფითი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, დაეცა ფასები რუსული Urals-ის ტიპის საწვავზეც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი ბარელი Urals-ი -2 დოლარი ღირს, რაც 112,7%-ით ნაკლებია გუშინ გვიან ღამის მონაცემებთან შედარებით. გუშინ რუსული ნავთობი 15,75 დოლარი ღირდა.

ცნობისათვის, ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიური დღეს საღამოს გახდა. თბილისის დროით 23:30 საათზე ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი მაისის ფიუჩერსებზე -35.30 დოლარს შეადგენდა.