გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსებზე ფასმა 1,40 დოლარით მოიმატა და ბარელზე 21,33 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ლონდონის ICE ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსებზე ფასი 25,39 დოლარი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიური 20 აპრილს საღამოს გახდა. მაისის ფიუჩერსებზე ფასმა -37,63 დოლარი შეადგინა ბარელზე.