რა ღირს საწვავი საქართველოში - მკვეთრი ვარდნის შემდეგ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა

გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსებზე ფასმა 1,40 დოლარით მოიმატა და ბარელზე 21,33 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ლონდონის ICE ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსებზე ფასი 25,39 დოლარი გახდა.

რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით:

„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.35 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ - 2.27 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.29 და 2.39 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.31 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.39 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.35 და 2.25 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი და 2.48 ლარი შეადგინა.

დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.25 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.12 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.33 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.49 ლარია.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.43 ლარია; „რეგულარი“ - 2.33; სუპერი - 2.53; ევრო-დიზელი კი 2.37 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.27 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.34 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.31 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.34 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.24 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.48 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ნეგატიური 20 აპრილს საღამოს გახდა. მაისის ფიუჩერსებზე ფასმა -37,63 დოლარი შეადგინა ბარელზე. ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასზე უარყოფითი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, დაეცა ფასები რუსული Urals-ის ტიპის საწვავზეც.

თაია არდოტელი
„ეს არის საბჭოური მენტალიტეტი, ბიუროკრატია უნდა იყოს, მაგრამ სწრაფი“ - რატომ ვერ ახერხებს თემურ ჭყონია პროექტების განხორციელებას
საკვები ობიექტები, სპა დეპარტამენტი და MICE ტურიზმი - მომსახურებები, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში სასტუმრო ბიზნესს შემოსავალს მოუტანს
საბერძნეთის სასტუმროების 65% გაკოტრებისთვის ემზადება