2020 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა.
„საქსტატის“ ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებზე (6.9 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი).
„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, რამაც მთლიანი წლიური ინდექსის ზრდაზე 7.05 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მომატებული იყო კვების პროდუქტებზე (12.4 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 13.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.89 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.
ელექტროენერგია,აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინდექსის წლიურ ცვლილებაში 0.78 პროცენტული პუნქტი შეადგინა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.