რუსეთის ბენზინის ფასი საბითუმო ბაზარზე, თვითღირებულების ქვედა ნიშნულს ჩამოცდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მწარმოებელი კომპანიები ერთ ტონა ბენზინს რამდენიმე ათასი რუბლის დანაკარგით ყიდიან.
13-დან 19 აპრლამდე მაღალხარისხიანად მიჩნეული რუსული ბენზინის ფასი ერთ ტონაზე 11%-ით გაუფასურდა. ამ ეტაპზე ერთი ტონა ბენზინი 35,77 ათასი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 467 დოლარი) ღირს. მთლიანად მოპოვება და წარმოება კომპანიებს 38 000 რუბლი უჯდებათ. გამოდის, რომ ამ დროისთვის კომპანიების წმინდა ზარალი ტონაზე 2,3 ათასი რუბლია. (დაახლოებით 30 დოლარი).
ამის ერთ-ერთ მიზეზად ნავთობმწარმოებელი კომპანიები ბიუჯეტში მაღალ გადასახადებს ასახელებენ, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ იხარჯება. მეორეს მხრივ, რუსული Urals-ის ტიპის საწვავზე ფასები რეკორდულათ დაეცა. ამ დროისთვის ერთი ბარელი Urals-ი -2 დოლარი ღირს, რაც 112,7%-ით ნაკლებია გუშინ გვიან ღამის მონაცემებთან შედარებით.
2020 წლის 6 მარტიდან რუსულ ნავთობზე ფასი თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ბენზინის მიწოდების ფასი 2-ჯერ დაეცა და ერთ ტონაზე 269 აშშ დოლარი შეადგინა, დიზელის საწვავი კი 1,4-ჯერ დაეცა და 350 დოლარს მიაღწია ტონაზე.