კორონავირუსის გამო ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები ორჯერ შემცირდა

ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის ACEA-ს მონაცემებით მიმდინარე წლის მარტში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები ორჯერ შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, COVID-19 პანდემიის გამო ევროპის საავტომობილო ბაზარმა ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ვარდნა - მინუს 55,1% განიცადა. ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კლებამ 25,6% შეადგინა.

ქარხნების გაჩერებისა და დილერების ცენტრების დახურვის შედეგად მარტში ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 567 308 ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში გაყიდული იყო 1 264 569 ავტომობილი. ყველაზე მეტად კლება დაფიქსირდა იტალიაში 85,4%, საფრანგეთში 72,2%, და ესპანეთში 69,3%, გერმანიაში კი 37,7%-იანი კლებაა. რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემებს ამავე ქვეყნებში -35,5, -34,1, -31 და -20,3 პროცენტიანი კლება ფიქსირდება.

კვარტალურ მოანცემებში, ევროპის ქვეყნებს შორის პლიუსში მხოლოდ ლიეტუვა და კვიპროსი გავიდნენ. იხილეთ სრულად