რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“,-განაცხადა ლავროვმა.