მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადააგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მანამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.