საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე შეზღუდვები 27 აპრილიდან აღარ იქნება და ის ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. მანამდე კი, 31 მარტიდან საქართველოში სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.