დღეს, მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებითა და იმედით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს“.
„მინდა, ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ. ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებითა და იმედით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ამ კრიზისის დასაწყისში გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება, დღეს კი, მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანმიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით, ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.