საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის 4816 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.