მამუკა ხაზარაძე - თუ საქართელო არ შესთავაზებს იმას, რითაც ქვეყნები, რომლებიც ჩინური ბაზრიდან გამოდიან, დაინტერესდებიან და ასეთი არის ანაკლია, მაშინ დავკარგავთ ისტორიულ შანსს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ საქართველო იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჩინური ბაზრიდან გამოდიან, საინტერესო შეთავაზებას არ გააკეთებს, მაშინ საქართველო ისტორიულ შანსს დაკარგავს. ხაზარაძის შეფასებით, ასეთია ანაკლიის პროექტი. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონში ძალიან დიდი კონკურენციაა და არავინ „არაფერს არ მოგვართმევს, თუ საქართველო არ შესთავაზებს მათ მათთვის საინტერესო რამეს“.

„დღეს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და ჩვენმა ქვეყანამ არ დადო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში და წლის ბოლომდე, ქვეყანა დაკარგავს უდიდეს შანსს, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა რეგიონში. არავინ ჩვენ არაფერს არ მოგვართმევს, თუ ჩვენ არ შევთავაზეთ, თუ საქართველო არ შესთავაზებს ისეთ რამეს, რომლითაც ის ქვეყნები, რომლებიც გამოდიან ჩინური ბაზრიდან დაინტერესდებიან და ასეთი არის ანაკლია და ანაკლიის უკან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.