რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორია სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთია, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ბიზნესი კი გაკოტრების საფრთხის წინაშე. თუმცა ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს, რომ იმ ბიზნესებს, რომლებიც მომსახურების სფეროში ოპერირებენ, გარკვეული შეღავათები დაუწესონ. მაგალითად, თბილისში სარესტორნო ბიზნესი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორია სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 40 621 ადამიანია დასაქმებული, მხოლოდ 2019 წლის მეოთხე კვარტალში კი ამ სეგმენტის ბრუნვა 531 მლნ ლარი იყო. (2019 წლის სრული მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება).

რაც შეეხება მთლიან 2018 წელს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა 1,811 მლრდ ლარი იყო.

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის ბოლო 5 წლის მონაცემები კი ასე გამოიყურება:

ბრუნვა

  • 2014 - 843.6 მლნ ლარი
  • 2015 – 1,069 მლრდ ლარი
  • 2016 – 1,307 მლრდ ლარი
  • 2017 – 1,562 მლრდ ლარი
  • 2018 – 1,811 მლრდ ლარი
  • 2019 წლის მეოთხე კვარტალი - 531 მლნ ლარი

დასაქმებულები:

  • 2014 წელს - 31 330
  • 2015 წელს - 33 925
  • 2016 წელს - 37 431
  • 2017 წელს - 42 154
  • 2018 წელს - 45 663
  • 2019 წლის მეოთხე კვარტალში - 40 621

სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი:

  • 2014 - 477.8 ლარი
  • 2015 - 563.9 ლარი
  • 2016 - 626.6 ლარი
  • 2017 - 673.3 ლარი
  • 2018 - 826.9 ლარი
  • 2019 წლის მეოთხე კვარტალი - 1018.9 ლარი

მაისში ყავა გაძვირედება - არის თუ არა მარაგები საქართველოში
"ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე"
წინასწარი შეფასებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა