კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.

მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს
რა ღირს საწვავი საქართველოში - მკვეთრი ვარდნის შემდეგ ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი დადებით მაჩვენებელს დაუბრუნდა
„ეს არის საბჭოური მენტალიტეტი, ბიუროკრატია უნდა იყოს, მაგრამ სწრაფი“ - რატომ ვერ ახერხებს თემურ ჭყონია პროექტების განხორციელებას