კომერციული ბანკები ზარალზე გავიდნენ. კერძოდ, 2020 წლის მარტის მონაცემებით, ბანკების ზარალმა 943,130 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მარტში ბანკების შემოსავლებმა 405,960 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 1,485 მლრ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2020 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,620 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 43,956 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 20,383 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა.