5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მობილური ტელეფონები შემოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ელექტრონიკის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორები და ფოტო და ვიდეო კამერები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 158 686 500 აშშ დოლარის მობილურები; 107 553 400 დოლარის - კომპიუტერული ტექნიკა; 27 454 000 დოლარის - ტელევიზორები, 7 747 800 აშშ დოლარის ფოტო და ვიდეო კამერები შემოვიდა.

მათ შორის, მობილური ტელეფონების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც, 97 404 500 აშშ დოლარის მობილური შემოვიდა; მას მოსდევს - რუსეთი - 29 594 800 დოლარით; მე-3 ადგილზეა ჩეხეთი - 18 322 100 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჰონგ-კონგი და ვიეტნამი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 10 636 700 და 832 800 დოლარის მობილურების იმპორტი განხორციელდა.

თაია არდოტელი