რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე შეზღუდვა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.