„დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ“ - მიტანის სერვისზე შეზღუდვები დაწესდა

სამთავრობო რეგულაცების გამო, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ მიტანის სერვისის კომპანიებს. თუ აქამდე კომპანიების შეკვეთების მიტანას ავტომობილებითაც ახორციელებდნენ, ამჯერად მათ ამის უფლება აღარ აქვთ. შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Glovo.

„ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც. რაც ნიშნავს, რომ

  • პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ, ვერ აგრძელებს მუშაობას;
  • შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს;
  • ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ;
  • თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომერციული ბანკები 943,130-მილიონიან ზარალზე გავიდნენ
კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება
მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართავს