საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის ამოქმედებული სატელეფონო ცხელი ხაზი - 144 ზარების გადაჭარბებული რაოდენობის გამო გადატვირთულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, ცხელ ხაზზე მოქალაქეების დიდი რაოდენობა რეკავს და აქედან გამომდინარე, დიდხანს უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. მათივე ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს აღნიშნული პრობლების აღმოფხვრისათვის.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას აწვდის.