„24 აპრილს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს"

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს ხელისუფლება 24 აპრილს წარმოადგენს.

როგორც მან პარლამენტრის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის არის თუ არა საგანგებო სიტუაციის გაგარძელების საფუძველი, ამაზე პასუხი არის ცალსახა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საფუძველი არსებობს.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის 3 თვის ვადით გადავადდა კომუნალური გადასახადების დაფარვა, მთავარ სასურსათო პროდუქტებზე დაზღვევის საკითხი, 3 თვით გადავადდა სესხები მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის ა.შ.

მეზვრიშვილის თქმით, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, შემდეგი ნაწილი იყო 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ერთობლივი ძალისხევით გახდა შესაძლებელი. როგორც მან განმარტა, ეს რესურსები მოზიდული იქნა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან.

„უკვე შემდგომი ეტაპი იქნება 24 აპრილს, პარასკევს. ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს. პირველ რიგში, ეს არის პანდემიის ე.წ. კომპენსაციის გეგმა, ანუ, მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, რომლის წარმოდგენაც პარასკევს მოხდება; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ხელისუფლება ასევე პარასკევს წარმოადგენს; არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში კითხვები არსებობდა - შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის ამუშავების გეგმა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.