დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრადაა შემცირებული.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად აქტივობები არის დაბალი. ვფიქრობ, მონაცემები რომლებიც დღეს გვაქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულია სტაციონარები, რომლებიც ჰაერის დაბიძნურების მაჩვენებელს ზომავს. ჩვენ თუ შევადარებთ 2019 წლის და 2020 წლის მარტის მაჩვენებელს, ძალიან დიდი სხვაობაა და განსაკუთრებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული“,-აღნიშნა კალაძემ.